თეგებით ძიება

ამ ქუჩებზე წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, პირველ ნოემბერს, თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 12 საათით შეუწყდება.

„1 ნოემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქ. N6-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 1 ნოემბერს 10:00 საათიდან 1 ნოემბრის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩებს.

ასევე, 1 ნოემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ვაკის რაიონში, ა.ყაზბეგის გამზ. N43ა-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 1 ნოემბერს 12:00 საათიდან 1 ნოემბრის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ვაჟა-ფშაველას N46,48,50, 50გ, 52,54 ,ყაზბეგის 43,43ა,45,47, გაბაშვილის N2,4,6 , თამარაშვილის N14, 16 ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა