ავტობანზე ტრაილერი 2 ქვეითს დაეჯახა - არის მსხვერპლი
რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტობანზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
„ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტრაილერი ორ ქვეითს დაეჯახა.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეჯახების შემდეგ ერთი ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ავარიის გამო გზის ამ მონაკვეთზე ერთი საათის განმავლობაში საავტომობილო საცობი იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.