"ორი ადამიანის ურთიერთობას, მესამე ვერასდროს გაიგებს…" - რას წერს სალომე უშხვანი?
იუბილარი, სალომე უშხვანი სოციალურ ქსელში მეუღლეს ემოციური პოსტით მიმართავს:
"ჩემი პირველი დაბადების დღე შენთან ერთად... ბევრჯერ მითქვამს, ორი ადამიანის ურთიერთობას მესამე ვერასდროს გაიგებს-თქო, ნეტა ჩემსავით გიყურებდეს ყველა, ჩემსავით გიყურებდეს ყველა, ჩემსავით ხედავდნენ რამდენად მაღალი ხარ შენი ჰუმანურობით და ადამიანობით...მიხარიხარ და მზად ვარ ყოველთვის შენთან, შენთვის და შენს გვერდზე... ჩემთვის დაბადებულო ადამიანო. შენს გვერდით ამაყი და ბედნიერი ვარ.მიყვარს ჩემი ანარეკლი შენს თვალებში. ჩემი ფეთქებადი ხასიათი მიყვარს, რომელსაც ასე შეეჩვიე. ჩემი თავი მიყვარს ცუნამგადავლილი, რომ მივესვენები შენს მკლავებზე. ჩვენ და სხვა არავინ. მიყვარხარ", - წერს სალომე.