ღაზაში 3 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა - გაეროს ბავშვთა ფონდი
ღაზა სასაფლაოდ არის ქცეული, სექტორი ბავშვების ცხედრებით არის სავსე - ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. დაღუპულია 3 500-მდე ბავშვი. ისრაელი კი სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. პალესტინის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 8 525-მდე გაიზარდა.
ბოლო შეტევა ჯაბალიაზე განხორციელდა, სადაც იერიში "ჰამასის" დაჯგუფების ლიდერებზე მიიტანეს. ლიკვიდირებულია ათობით ტერორისტი. ღამის განმავლობაში იერიში ცენტრალურ ისრაელზე მათ შორის თელავივზეც მიმდინარეობდა, თუმცა რკინის გუმბათი მუშაობს და დაშვებულები არ არიან.
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება ყოველდღე, რაც შემაძრწუნებელია. გარდა ამისა ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ არ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, არ იქნება წყალი და მედიკამენტები, სიტუაცია უკიდურესად გაუარესდება.
"ეს რიცხვი შემაძრწუნებელია. გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა 3450-ზე მეტი ბავშვი. გამაოგნებელია, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება ყოველდღე. ღაზა სასაფლაოდ გადაიქცა ათასობით ბავშვისთვის. ყველა დანარჩენისთვის ის ნამდვილი ჯოჯოხეთია. არიან დახოცილი ბავშვები, რომლებიც დაბომბვის შედეგად დაშავდნენ, მაგრამ მათი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა. თუ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, არ იქნება წყალი მედიკამენტები და არ გათავისუფლდებიან მოტაცებული ბავშვები, მაშინ ჩვენ მივექანებით კიდევ უფრო დიდი საშინელებისკენ, რომელთა გამო უდანაშაულო ბავშვები იტანჯებიან", - ამბობს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.