თეგებით ძიება

ქალმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარ ზრდილობას და ეთიკას მიხედონ - ირაკლი კობახიძე

ქალმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარ ზრდილობას მიხედონ -"ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქალ დეპუტატებს მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვინმეს გადადგომა მოითხოვონ.

"ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. თუკი ვინმე ცდილობს პოლარიზაციას პარლამენტის შიგნით, ესენი არიას სწორედ პირველ რიგში, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში საკუთარ ზრდილობას, ეთიკას მიხედონ... ამ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა მიხედონ საკუთარ ზრდილობას, საკუთარ ეთიკურ სტანდარტებს, სადაც სერიოზული ხარვეზები აქვთ" -განაცხადა კობახიძემ .


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა