თეგებით ძიება

6 დოლარად შეძენილ მე-18 საუკუნის ბიუსტში მამაკაცი 3 მილიონ დოლარს იხდის

6 დოლარად შეძენილი მე-18 საუკუნის ბიუსტი $3 მილიონად იყიდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

თითქმის 100 წლის წინ იგი შოტლანდიის საქალაქო საბჭომ სულ რაღაც 5 ფუნტად დაისაკუთრა. ბიუსტი კანონმდებელ ჯონ გორდონს ასახავს. მისი ავტორი ცნობილი ფრანგი მოქანდაკე და მხატვარი, ედმე ბუშარდონია.

მას შემდეგ, რაც სააუქციონო სახლმა, სოტბიმ, ნამუშევარს ბრწყინვალედ შესრულებული უწოდა, შოტლანდიის საქალაქო საბჭოს წარმომადგენლები ბიუსტის აუქციონზე გატანას დათანხმდნენ. CNN-ის ინფორმაციით, სოტბის უკვე მიმართა კერძო პირმა, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, ბიუსტი $3 მილიონად შეიძინოს. მიუხედავად ამისა, სააუქციონო სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მისი ფასი, შესაძლოა, დასახელებულზე ორჯერ მეტიც აღმოჩნდეს.

შოტლანდიის საბჭომ გასულ საუკუნეში ბიუსტი არა სახელოვნებო ღირებულების, არამედ მასზე გამოსახული პირის გამო შეიძინა და საბჭოს მთავარ დარბაზში მოათავსა. სწორედ აქედან გამომდინარე, ექსპერტების შეფასებამდე მათ არ იცოდნენ, რამდენად დახვეწილ ნიმუშთან ჰქონდათ საქმე. გავრცელებული ინფორმაციით, იგი 1728 წელს შეიქმნა. ამ დროს მოქანდაკე ედმე ბუშარდონი რომში ცხოვრობდა. ცნობისთვის, იგი საფრანგეთის მეფე, ლუი XV-ის სამეფო კარზე მუშაობდა და სწორედ მან შექმნა მეფის ქანდაკება, რომელიც იმავე საუკუნეში, საფრანგეთის რევოლუციის დროს განადგურდა.

წყარო: პრაიმტაიმი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა