თეგებით ძიება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 ნოემბერს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება

კომპანია „თელასის“ განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 2 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

დიდუბის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), კერესელიძის, ხოშარაულის, გვეტაძის, ყიფიანის, გაფრინდაულის, აგლაძის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, ქუთაისის და გოგოლაურის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კვინიტაძის, დგებუაძის, უზნაძის და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და კერესელიძის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ჟორდანიას, შერვაშიძის, ზამთრიანის, კვარაცხელიას, ბეთაშვილის, ხუდადოვის, მგელაძის და წერონისის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბერძნის, შატაიძის, გრიშაშვილის, ჩხეიძის, ოპრეთის და ეფრემ მცირეს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი კოჯრის და სოფელი კუმისის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, მესხის და მთაწმინდის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ქისის, მშველიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა