ბავშვებს ვუპოვეთ სახლი ორი წლით და ქუჩაში აღარ იქნებიან, უკვე აქვთ ყველაფერი, რაც არ ჰქონდათ - აკა სინჯიკაშვილის სასიხარულო სიახლეები
ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს ქუჩაში დარჩენილი ბავშვების შესახებ, რომლეზეც 21 ოქტომბერს წერდა.
„საოცრება ამბები
ბავშვებს ვუპოვეთ სახლი, ორი წლით და ქუჩაში აღარ იქნებიან უკვე აქვთ ყველაფერი, რაც არ ჰქონდათ. მაცივარი ტელევიზორი, კომპიუტერი,საწოლები, გამათბობელი, ახალი ტანსაცმელი, ჭურჭელი, საჭმელი და საერთოდ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ
ბავშვები უკვე დადიან სკოლაში
რამდენიმე დღეში შეიცვალა ყველაფერი, ახალი ცხოვრება დაიწყეს და აწი ყველაფერი კარგად იქნება დღეს კი სრულიად განსაკუთრებული დღე გვქონდა და ყველა ერთად ვიყავით ატრაქციონებზე სიტყვა "ბედნიერება" კი, რას ნიშნავს, თუ გაინტერესებთ, მარჯვენა ფოტოზეა გამოსახული ბა თქვენ იცით ბავშვებო ჩვენ სულ გეყოლებით მილიონი მადლობა თქვენ, ყველას
უბედურების ადგილას, ბედნიერება გააჩინეთ“ - წერს სინჯიკაშვილი.
ეს კი ბლოგერის 21 ოქტომბრის სტატუსია