თეგებით ძიება
02. 11. 2023 ვიდეო

არსებული ინფორმაციით, კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი არასრულწლოვანია - ისინი ამ დრომდე არ დაუკავებიათ (ვიდეო)

"მთავარის" ინფორმაციით, გუშინ, "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი არასრულწლოვანია. ისინი ამ დრომდე არ არიან დაკავებულები.

მსჯავრდებულები კლინიკაში გამოკვლევებზე ერთჯერადი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ადგილზე იყო საბადრაგო სამსახურიც, თუმცა პატიმრებმა შენობის ერთადერთი გასასვლელიდან გაქცევა შეძლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გაქცეულ პატიმრებს გუშინ პირდაპირი ეთერიდან მიმართა -"მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ". მას არ დაუკონკრეტებია რა დანაშაულებისთვის იხდიდნენ სასჯელს გაქცეული პატიმრები და თქვა, რომ "მსგავსი დანაშაული ხდება ყველგან".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა