თეგებით ძიება

რაზე იმსჯელებს დღეს სინოდი? - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ომი ისეთი თემაა, რომ გლობალურია, მასშტაბური და ყველას ეხება, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამას [ისრაელ-„ჰამასის“ ომს] გამოეხმაუროს სინოდი. არ ჩამინიშნავს, რამდენი ხნით ადრე თქვა პატრიარქმა სინოდის მოწვევის შესახებ. მთავარი თემა აქ არის ის, რომ პატრიარქი იწვევს სინოდს და არა მეუფე შიო და თუ იწვევს, ეს ნიშნავს, რომ ვისაც შეუძლია, ყველა უნდა ამოვიდეს, სადაც არ უნდა იყოს. სინოდის სხდომაზე არ დასწრება უნდა იყოს საპატიო მიზეზით განპირობებული“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

სინოდის სხდომა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ მოიწვია და დღეს 12:00 საათზე დაიწყება. წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა