თეგებით ძიება

არცერთი მღვდელმთავარი არ დაუჭერს მხარს პატრიარქის გადადგომას - მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა წმინდა სინოდის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა. 

"არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას. აბსოლუტურად შევეწინააღმდეგებით“, - აცხადებს მეუფე ანტონი. 

ჟურნალისტის კითხვაზე მეუფე შიოს უფლებამოსილება უნდა გაფართოვდეს თუ არა, სასულიერო პირი ამბობს, რომ მეუფე შიოს საკმარისი უფლებამოსილება აქვს. 

„მე მგონია საკმარისი უფლებამოსილება აქვს, მეტი რაღა უნდა გაფართოვდეს? საკმარისია“, - აღნიშნა მეუფემ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა