თეგებით ძიება

"კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია" - რატი ბრეგაძე

"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული ყველა პატიმარი დაკავებულია. ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი, რატო ბრეგაძე ავრცელებს.

"სამივე დამნაშავე დაკავებულია!

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა. 

მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის. 

მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. 

დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. 

მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.

ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების  უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს", - წერს ის

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ავერსის" კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა. არსებული ცნობით, სამივე პატიმარი არასრულწლოვანია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პატიმრების გაქცევის საქმეზე პოლიციამ ერთი ბადრაგი დააკავა.

პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა