"ჰამასს“ 242 მძევალი ჰყავს - ისრაელი
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა ყოველდღიურ ბრიფინგზე თქვა, რომ „ჰამასს“ ისრაელიდან გატაცებული 242 ტყვე ჰყავს.
ჰაგარის თქმით, ისინი მძევლების ოჯახებთან კონტაქტზე არიან.
„ჰამასი“ ამბობს, რომ მძევლები გადამალა ღაზაში, მათ შორის გვირაბებში. გასულ კვირას მათ განაცხადეს, რომ მინიმუმ 50 მძევალი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად - ეს მაჩვენებელი ვერ დასტურდება.
1-ელ ნოემბერს „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმის შედეგად კიდევ 7 მძევალი დაიღუპა.