ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 9 000-ს აჭარბებს - პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო
"ჰამასის“ მიერ მართული პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში 9 061 ადამიანი დაიღუპა 7 ოქტომბრის კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის 3 760 ბავშვია.
ამავე ინფორმაციით, დაშავებულია 3 2000-ზე მეტი ადამიანი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.