თეგებით ძიება
02. 11. 2023 ვიდეო

კლინიკიდან გაქცეული და დაკავებული ერთ-ერთი პატიმარი ნიკა თოიძეა, რომელიც არასრულწლოვნის დაჭრისთვის იხდიდა სასჯელს - ახალი დეტალები (ვიდეო)

"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული ერთ-ერთი პატიმარი ნიკა თოიძეა, დანარჩენი დაკავებულების ვინაობა უცნობია, თუმცა არსებული ცნობებით, ერთ-ერთ მათგანი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის იხდიდა სასჯელს, მესამე კი ქურდობისთვის.

ნიკა თოიძე 2021 წელს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი დაჭრისთვის დააკავეს. თოიძემ არასრულწლოვანი გულის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გავრცელებული ცნობით, ნიკა თოიძეს 1 წელი ჰქონდა დარჩენილი სასჯელის სრულად მოხდამდე.

შეგახსენებთ, რომ კლინიკა "ავერსიდან" სამი პატიმარი გუშინ გაიქცა. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამივე მათგანი დაკავებულია, თუმცა უცნობია რა გარემოებაში მოხდა მათი დაკავება.

გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის უფროსი - 37 წლის ივერი ნატრიაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა