ლატვიაში რუსული ნომრების მქონე ავტომობილების გადაადგილება აიკრძალება
ლატვია რუსული ნომრების მქონე ავტომობილების გადაადგილებას კრძალავს და აპირებს, რომ რუსული რეგისტრაციის მქონე ავტომობილების კონფისკაცია დაიწყოს. ლატვიის სეიმმა მიიღო საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესწორებები, რომელთა თანახმადაც, რუსულნომრიანი მანქანების მფლობელებს მომავალი წლის 14 თებერვლამდე ეძლევათ ვადა, დაარეგისტრირონ ავტომობილი ან გაიყვანონ ლატვიიდან.
თუკი აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ რუსული სატრანსპორტო საშუალება გამოყენებული იქნება საგზაო მოძრაობისას, ის ჩამორთმევას დაექვემდებარება.
რუსული ნომრების მქონე ავტომობილებს ქვეყნის საზღვრების დასატოვებლად დრო უკვე მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ კი მფლობელებს მათი დატოვება მოუწევთ. ჩამორთმეულ მანქანებს უკრაინას გადასცემენ.
რუსული სატრანსპორტო საშუალების არასანქცირებული გამოყენებისთვის ლატვია სოლიდური ჯარიმების შემოღებასაც აპირებს.