თეგებით ძიება

"ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, მაგრამ აშშ-ში ჩემი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად ჩამოვედი და არც კი ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე" - ალექსანდრე ზაზარაშვილი

ალექსანდრე ზაზარაშვილს საქართველოში ყველა იცნობს. ბიჭი უკვე წლებია თავისი მიღწევებით მთელ ქვეყანას აოცებს. არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული "ვოისი"- ს. 

სიმღერა 4 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად ხალხურ სიმღერებს მღეროდა. მოგვიანებით დედამ გორში ვოკალის პედაგოგთან ნანა სამხარაძესთან მიიყვანა, მას ხშირად გაჰყავდა ალექსანდრე საქართველოში კონკურსებზე, საიდანაც ყოველთვის გრან პრით და პირველი ადგილით ბრუნდებოდა.

ალექსანდრე ამჟამად 17 წლისაა. იგი  ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუსიკალური კარიერის განვითარებისთვის შრომობს, პარალელურად კი სიმღერებსაც წერს. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე 5 ნოემბერს, აშშ-ში, ბრუკლინში სოლო კონცერტს გამართავს. კონცერტის სამზადისსა და სამომავლო გეგმებზე ალექსანდრემ გადაცემაში „ერთი ამბავი მერიკოსთან“ ისაუბრა:

„აშშ-ში ალბათ ყველაზე რთულ პერიოდში ჩამოვედი, 2020 წლის 5 მარტს, რამდენიმე დღეში კოვიდი დაიწყო და ლოკდაუნი გამოცხადდა. სრულიად სხვა ხედვით ჩამოვედი და უცბათ ეს ყველაფერი შეიცვალა და ბევრად რთული აღმოჩნდა, მაგრამ არც ერთი წამით არ მიფიქრია დაბრუნებაზე.

დღემდე, სანამ არ მივაღწევ ჩემი წარმატების რაღაც ეტაპს, საქართველოში დაბრუნება არც კი წარმომიდგენია. ჩემი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად ჩამოვედი და არც კი ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე, რომ ჩავიდე და ვიცხოვრო.

ემიგრანტობის დროს დედასთან ურთიერთობა ძალიან ძნელია, ყველაზე მნიშვნელოვანი წლები, როცა ადამიანი იზრდება, ამის გამოტოვება მოუწია და მისთვის ეს ყველაფერი ძალიან სანერვიულო და ძალიან სევდიანია.

დღემდე მიჭირს დედასთან საუბარი. ხანდახან, როცა დედასთან, ოჯახის წევრებთან საუბარი ბევრი მომივა, ჩემ თავს ვახსენებ, რომ ცოტა უნდა დავყრუვდე, თორემ მერე უფრო მენატრება და უფრო მეტად მინდება ხოლმე წასვლა.

ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, გამითიშავს ტელეფონი, დამიწყია ტირილი და ვეღარ გავჩერებულვარ“, – ჰყვება ალექსანდრე.

იხ. სრულად: marao.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა