ივლის-სექტემბერში 1 496 ავარიას 121 ადამიანი ემსხვერპლა - სტატისტიკა
2023 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში, სულ, საქართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 1 496 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 121 ადამიანი დაიღუპა, 2 027 კი დაშავდა. ამის შესახებ წინასწარი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
შსს-ს სტატისტიკის მიხედვით:
თბილისში 659 ავარიაა მომხდარი - შედეგად დაიღუპა 17, დაშავდა 760 ადამიანი;
აჭარაში - 168 ავარია - დაიღუპა 11, დაშავდა 243 ადამიანი;
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 67 ავარია - დაიღუპა 9, დაშავდა 113 ადამიანი;
იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 183 ავარია - დაიღუპა 26, დაშავდა 278 ადამიანი;
შიდა ქართლში - 97 ავარია - დაიღუპა 9, დაშავდა 158 ადამიანი;
ქვემო ქართლში - 120 ავარია - დაიღუპა 17, დაშავდა 167 ადამიანი;
კახეთში - 85 ავარია - დაიღუპა 19, დაშავდა 160 ადამიანი;
სამცხე-ჯავახეთში - 31 ავარია - დაიღუპა 3, დაშავდა 38 ადამიანი;
მცხეთაში - 51 ავარია - დაიღუპა 7, დაშავდა 76 ადამიანი;
გურიაში - 35 ავარია - დაიღუპა 3, დაშავდა 43 ადამიანი.
სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის განმავლობაში:
მსუბუქი ავტომობილით 828 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 174 კი დაშავდა.
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება - 84 ავარია - დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 131;
სატვირთო ავტომობილი - 96 ავარია - დაიღუპა 13 ადამიანი, დაშავდა 139;
მოტოციკლი - 230 ავარია - დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 246;
სხვა სატრანსპორტო საშუალება - 12 ავარია - დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 14;
სატრანსპორტო საშაუალების ტიპი დაუდგენელია 73 ავტოსაგზაო შემთხვევისას - ამ დროს, სტატისტიკის თანახმად, 76 ადამიანი დაშავდა.