წაღებულია რამდენიმე მილიონი - სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისის დაყაჩაღების ფაქტი (ვიდეო)
"კურიერის" ექსკლუზივი - "რუსთავი 2-მა" კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისის დაყაჩაღების ვიდეო-კადრები მოიპოვა.
წუთნახევრიან მასალაში ჩანს უშუალოდ დაყაჩაღების მომენტი. ჩანან ის პირები, რომლებმაც "კურიერის" ინფორმაციით, რამდენიმე მილიონი გაიტაცეს. წაღებულია 800 000 დოლარი ქეშად, დანარჩენი კი სერვერებიდან ამოიღეს.
კადრებში ჩანან, ასევე, ოფისი თანამშრომლები და მოქალაქეები, რომელთაც გადაადგილება ეკრძალებოდათ.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ასევე, კიდევ ერთ ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, პოლიცია ეძებს.