თეგებით ძიება

დღეს ჩვენ ვართ ცუდ ბანაკში, მაგრამ უკრაინა ძალით წაგვიყვანს ევროპაში - მიხეილ სააკაშვილი

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ერთვება.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დღეს საქართველო ცუდ ბანაკშია.

"რა თქმა უნდა, მე ვარ პოლიტპატიმარი, ეს ყველაფერი რაც ხდება ჩემ თავს, არის დიდი უსამართლობის ნაწილი, მაგრამ ეს იმ უსამართლობის ნაწილია, რომელიც ასევე ხდება ჩემი ქვეყნის და ჩემი სამშობლოს თავს. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გადალახვა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ევროკავშირს ჩემ მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის, უმაღლეს დონეზე და მე მესმის, რომ ჩემი პატიმრობა არის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არ უნდა იყოს ქვეყანაში პოლიტპატიმრები, მე არ ვარ ერთადერთი პოლიტპატიმარი, უბრალოდ ყველაზე ხმაური ვარ და ჩემ თავზე ეს უსამართლობა არის საქართველოს თავზე უსამართლობა", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, "საქართველო არის ძალიან ლამაზი ქვეყანა, ძალიან ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული, რომელსაც, უბრალოდ დროებით დაეპატრონნენ ნაძირლები".

"ჩამოყალიბდა არქაული, შუასაუკუნეობრივი სისტემა, მოხდა საქართველოს ბაობაბიზაცია და უნდათ, რომ ყველამ ფუღუროში ვიცხოვროთ, მაგრამ არ გამოუვათ ეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ყველაფერს წინ აღვუდგებით", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა