თეგებით ძიება

ისრაელი ლიბანის საზღვართან სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია - „ცაჰალი“

ჩვენი ძალების ჩრდილოეთ საზღვრის რაიონში სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და მზად არიან ნებისმიერ ინციდენტზე რეაგირება მოახდინონ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა განაცხადა.

ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელისა და ლიბანის საზღვართან, დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და ისრაელის არმიას შორის საბრძოლო შეტაკებები ხდებოდა. ისლამისტურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მინიმუმ 54 ადამიანი დაიღუპა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა