თეგებით ძიება

მოდა ერთ-ერთი ყველაზე ქსენოფობიური სფეროა.. არ გენდობიან, თუ იტალიელი ან ფრანგი არ ხარ - დემნა გვასალია

''მოდა კრეატიული ინდუსტრიაა, მაგრამ ბიზნესია და  ბიზნესი ფულზე დგას. ბევრი ნიჭიერი დიზაინერი იკარგება, რადგან ამის გააზრება უჭირთ."  - ამის შესახებ „ბალენსიაგას“ კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ განაცხადა. 

„"მოდა ერთ-ერთი ყველაზე ქსენოფობიური სფეროა. მთელი ჩემი კარიერა ამასთან გამკლავება მიწევდა. არ გენდობიან, თუ იტალიელი ან ფრანგი არ ხარ."

☑ "მოდაში ქართველები არ არიან. სისტემისთვის მოხეტიალე უცხოელი ვიყავი. ვიბრძოლე და საპასუხოდ ბევრი დარტყმაც მივიღე. ახლა მიღებული ვარ, თითქოს არაფერი მომხდარა."

☑''მე მძულს ჩარჩოები, იარლიყები. ვერ ვიტან, როცა იარლიყებს მაკრავენ და ჩარჩოებში მაქცევენ. მოდას ყველაფერზე მეტად ჩარჩოები და იარლიყები უყვარს. მდიდრული, არამდიდრული, ქუჩის მოდა, მაღალი მოდა, კარგი, ცუდი, პოპულარული, ხმაურიანი - ყველაფერი ერთი და იგივეა, ვის ადარდებს." - ამბობს დემნა გვასალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა