ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა
რუსი მომღერალი, ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა. ფოტოზე, რომელიც რუსულმა მედიამა გამოაქვეყნა, ვარსკვლავი სანქტ-პეტერბურგის სადგურზეა გადაღებული. მოგვიანებით მომღერალი დედაქალაქში მატარებლით გაემგზავრა. შვილების და მეუღლის მაქსიმ გალკინის გარეშე, რომელიც ამჟამად ევროპაში მოგზაურობს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი შვილებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდნენ, რის შემდეგაც რუსეთში კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვნენ.
ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ კი, წყვილმა ისრაელი დატოვა. პუგაჩოვა შვილებთან ერთად კვიპროსში გაფრინდა, გალკინი კი გასტროლებზე გაემგზავრა. ცნობისთვის, მაქსიმ გალკინი რუსეთის ფედერაციამ უცხოეთის აგენტად გამოაცხადა უკრაინის მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებების შემდეგ.