სამგორში, საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა
ზედა სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სერგო ჯიქიას ქუჩაზე მდებარე შენობაში დღეს ხანძარი გაჩნდა. როგორც ირკვევა, შენობაში დროებითი საბავშვო ბაღია მოწყობილი.
გავცრელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მცირეწლოვნებიც შენობაში იმყოფებოდნენ. დაშავებული არავინაა, რადგან ბავშვების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. ხანძრის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობა გახდა.