თეგებით ძიება

დაიტბორა სახლები, საავადმყოფოები, წყალმა წაიღო მანქანები, არის მსხვერპლი - იტალიაში წყალდიდობას და ქარიშხალს ებრძვიან

იტა­ლი­ა­ში, ტოს­კა­ნას რე­გი­ონ­ში წყალ­დი­დო­ბაა. ambebi.ge ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და რამ­დე­ნი­მე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. გა­და­უ­ღე­ბელ წვი­მას იტა­ლი­ა­ში თან ახ­ლავს ქა­რიშ­ხა­ლი.

რო­გორც BBC წერს, ხალ­ხი სა­ხუ­რა­ვებ­ზე ავი­და წყალ­დი­დო­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად, ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში წყალ­მა მან­ქა­ნე­ბი წა­ი­ღო. და­იტ­ბო­რა შე­ნო­ბე­ბი - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, ასე­ვე ოთხი სა­ა­ვად­მყო­ფო.

ქა­რიშ­ხალ­მა ტოს­კა­ნა­ში ხუთ­შა­ბათს ღა­მით მი­აღ­წია. რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და ლი­ვორ­ნოს სა­ნა­პი­რო და ფლო­რენ­ცი­ის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ქა­ლა­ქე­ბი, პრა­ტო და მონ­ტე­მურ­ლო.

მონ­ტე­მურ­ლო­ში მდი­ნა­რე ბი­სენ­ციო ადიდ­და და კა­ლა­პო­ტი­დან გად­მო­ვი­და. ქა­ლაქ­ში, ერთ-ერთი დატ­ბო­რი­ლი სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე 85 წლის მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

"ბოლო ასი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო ნა­ლე­ქია“, - ამ­ბობს ტოს­კა­ნას გუ­ბერ­ნა­ტო­რი. და­კარ­გულ­თა შო­რი­საა წყვი­ლი, რო­მელ­თა ავ­ტო­მო­ბი­ლიც ფლო­რენ­ცი­ის და­სავ­ლე­თით ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი იპო­ვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა