კრიპტო ვალუტის გადამცვლელი ცენტრის დაყაჩაღების საქმე - ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები
ვაკეში, კრიპტო ვალუტის გადამცვლელი ოფისის დაყაჩაღების საქმე - ვრცელდება კადრები, რომელიც ოფისის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დევს თუ არა ეს კადრები საქმის მასალებში.
კადრებში ჩანს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კრიპტო სერვის ცენტრის ერთ-ერთ კონკრეტულ ოთახში იმყოფებიან. კადრებიდან შესაძლებელია ადამიანების ამოცნობა, რომლებიც ყაჩაღობის საქმეზე უკვე ბრალდებულები არიან, ერთ-ერთი დავით ფეიქრიშვილი მეტსახელად "ტყუპია", რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ცნობისთვის, საქმეზე დაკავებულია დაცვის ორი წევრი.საქართველოს პროკურატურამ კი დღეს ბრალი კიდევ 5 პირს წარუდგინა, რომლებიც მიმალვაში იმყოფებიან.