ფლორენციაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ფლორენციაში, ქურდობისთვის 68 წლის იტალიელი და 36 წლის ქართველი დააკავეს.
როგორც მთავარი არხის ვებ-გვერდი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, სანტა მარია ნოველას სადგურზე მათ 66 წლის კანადელ ტურისტს ზურგჩანთიდან საფულე ამოაცალეს. პოლიციამ ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავა. ნაქურდალი ნივთი კი მეპატრონეს დაუბრუნდა.