თეგებით ძიება
04. 11. 2023 მსოფლიო

სასწრაფო დახმარების ავტომობილზე ისრაელის დარტყმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს მახლობლად სასწრაფო დახმარების ავტომობილზე ისრაელის გუშინდელ დარტყმას 15 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC პალესტინურ „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაზე“ (PRCS) დაყრდნობით იტყობინება.

PRCS-ის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაშავებულები რაფაჰის გამშვები პუნქტისკენ მიჰყავდა, თუმცა ჩახერგილი გზის გამო უკან დაბრუნება მოუწია, რა დროსაც სასწრაფო დახამარების ავტომობილს რაკეტა მოხვდა.

ფაქტს გუშინვე გამოეხმაურნენ „ისრაელის თავდაცვის ძალებში“ და განაცხადეს, რომ ავტომობილით ტერორისტები გადაადგილდებოდნენ. „ცაჰალში“ აღნიშნეს, რომ „ჰამასი“ ტერორისტებისა და იარაღის ტრანსპორტირებისთვის სასწრაფო დახმარების ავტომობილებს ხშირად იყენებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა