მარკ ცუკერბერგი საავადმყოფოში აღმოჩნდა
კომპანია „მეტას“ (ფეისბუკის) დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა მუხლის მყესი დაიზიანა და საავადმყოფოში აღმოჩნდა. ცუკერბერგმა ამის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
„სპარინგის (საწვრთნელი ბრძოლის) დროს დავიზიანე მუხლის მყესი. მისი გამოცვლა გახდა აუცილებელი, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ბრძოლისთვის ვემზადებოდი, მაგრამ მისი გადადება მომიწევს“, - წერს ცუკერბერგი.
ცნობისთვის, ცუკერბერგი ММА-ში (შერეული ორთაბრძოლები) 2024 წელს ილონ მასკს უნდა დაჰპირისპირებოდა, ეს პაექრობა 2024 წლის პირველ ნახევარში უნდა გამართულიყო, ხოლო შემოსული თანხა ქველმოქმედებაზე უნდა დახარჯულიყო. ბრძოლის ტრანსლირება სოციალური ქსელებით იგეგმებოდა.