კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის შეუტყობინებლობისთვის, დაკავებულია ერთ-ერთი მსჯავრდებულის ძმა
პატიმრების გაქცევის საქმე - იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი მსჯავრდებულის ძმა ა.თ. დააკავეს.
უწყების თქმით, დაკავებულის ვინაობა უცნობია, თუმცა ის სისხლის სამართლის კოდექსის 376 მუხლის I ნაწილით დააკავეს, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.
საბადრაგო ჯგუფის უფროსი კი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) წარედგინა. საქალაქო სასამართლომ ის დღეს პატიმრობაში დატოვა.