თეგებით ძიება

საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა

საბერძნეთში 2 ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს. 

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაშავდა ქართველი მეზღვაური.

მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, „General Hospital of Ioannina G. Hatzikosta”, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.

აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს“, - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. 

ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა