„რატომ გამოაკლდი შენს თანატოლებს?“ - ზუგდიდის მე – 6 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ზუგდიდის მე – 6 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“თავზარდამცემი ამბავი, რომლის დაჯერება ყველას გვიჭირს, ვინც იცნობდა სიცოცხლითა და ხალისით სავსე ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნინი ჯონჯარიასრ ომელმაც დაგვიტოვა დიდი ტკივილი და ამოუცნობი სევდა, სევდა ნაადრევად გაფრენილი სიცოცხლის ნინი ვინ იცის, რამდენი ფიქრი და ოცნება გქონდა, რატომ გამოაკლდი შენს თანატოლებს? დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ შენს ოჯახსა და ახლობლებს. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები უძლურია იმ დიდი მწუხარების გამოსახატავად, რაც შენმა მარადისობაში გადასვლამ გამოიწვია. ყოველთვის გვემახსოვრები ნინი”