როდის უნდა დაიბანოთ სახე ვაშლის ძმრით?
თუკი პრობლემური კანი გაქვთ, ალბათ უამრავი პოპულარული კოსმეტიკური საშუალება მოგისინჯავთ. არ გიშველათ?
საბედნიეროდ, არსებობს ერთი, მართლაც ეფექტური საშუალება – ვაშლის ძმარი, რომელიც ნამდვილად გაგათავისუფლებთ პრობლემებისგან. ის კანისთვის სასარგებლო უამრავ ინგრედიენტს შეიცავს.
ძმარი გაგიქრობთ გამონაყარს და ასაკობრივ პიგმენტურ ლაქებს. საქმე იმაშია, რომ ვაშლის ძმარი შეიცავს ალფა-ჰიდრომჟავებს, რომლებიც კანის მკვდარ უჯრედებს ეფექტურად აცილებს. ბევრი ძვირად ღირებული საშუალება სწორედ ამ ნივთიერებას შეიცავს. მაგრამ ძმარში ეს ნივთიერება ბევრად მეტია.
თუკი კანზე ბევრი გამონაყარი გაქვთ, ესეიგი, საქმე "აკნესთან" გვაქვს.
ვაშლის ძმარი ფორებს განბლოკავს, საშუალებას მისცემს ისუნთქოს კანმა, რაც მუწუკის გაჩენას შეუშლის ხელს.
ის ასევე დააბალნსებს კანის ცხიმიანობას და მოიშორებთ ზედმეტ სიპრიალეს ან სიმშრალეს.
ვაშლის ძმარი – ძლიერმომქმედი ნივთიერება, ამიტომაც ის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გააზაოთ წყალში.
იდეალური პროპორციებია: ერთი სუფრის კოვზი ძმარი სამ სუფრის კოვზ წყალზე. დაასველეთ ამ ნაზავში ბამბის ტამპონი და კარგად გაიწმინდეთ მთელი სახე დილით, პირის დაბანამდე.
ალბათ შეხსენება არ უნდა იმას, რომ მნიშვნელობა აქვს ძმრის ხარისხს. აირჩიეთ ორგანული, გაუფილტრავი ძმარი.