„რაც ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა ნეაპოლში, ჩემმა მეგობრებმა, კლასელებმა გაიგეს საქართველოს შესახებ“ - რა თხოვა პატარა ემიგრანტმა კვარაცხელიას? (ვიდეო)
„გამარჯობა, მე ვარ მარიამ ბოკუჩავა და იტალიაში ვცხოვრობ უკვე 6 წელია. ამ ვიდეოს დღეს იმიტომ ვიღებ, რომ ისეთნაირი რაღაცა მინდა მოხდეს, რომ ყველა ბავშვი ვინც კვარაცხელიას გულშემატკივრობს, გაუხარდეს, მათ შორის მეც“. - ამ შინაარსის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ოჯახის 10 წლის შვილი, მარიამ ბოკუჩავა თავის ინიციატივაზე საუბრობს. მისი სურვილია ემიგრანტი ბავშვები ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში, სტადიონზე შეხვდნენ.