თეგებით ძიება

საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გაქურდეს - წაღებულია ბუცები, გეტრები და ფორმები

ტვ პირველის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" გაქურდეს. წაღებულია ბუცები, გეტრები, ფორმები.  მძარცველმა სავარჯიშო და სათამაშო ეკიპირება ასევე ძვირადღირებული მოწყობილობები ამერის სტადიონის გასახდელიდან წაიღო.

ვინ დააყაჩაღა სპორტის ექს მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის დაფუძნებული კლუბი ჯერ პოლიციას არ დაუდგენია. ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს ორ დღეში ნახევარფინალი აქვთ, მაგრამ სპორტსმენებს აღარც ბუცები აქვთ და აღარც სათამაშო ფორმები.

ინფორმაციას "საბურთალოს" პრესსამსახური ადასტურებს. ამის მიუხედავად, "პირველებს" ამერის დაცვა უმტკიცებს, რომ გაძარცვული არაფერია და ყველაფერი ადგილზეა. 

შსს ამ დროისათვის დეტალებს არკვევს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა