სწორედ ეს ბიჭი აღმოჩნდა ზაპოროჟიეში, დაბომბვის დროს დაღუპულ იმ 20-ზე მეტ უკრაინელ ოფიცერს შორის - რა ინფორმაციას ავრცელებს ლაშა ბერულავა?
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ ამბავს ავრცელებს:
საშინელ ტრაგედიაზე უნდა გიამბოთ: შეუძლებელია არ გვახსოვდეს 2022 წლის 23 აპრილს, ოდესის ცენტრში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის დროს დატრიალებული ტრაგედია (https://t.me/tvodishi/3197
), თავისი განსაკუთრებული დეტალებით: მაშინ ყველანი ვიზიარებდით იური გლოდანის მდგომარეობას, რომელიც მის სახლზე რაკეტის დაცემამდე რამდენიმე წუთით ადრე მაღაზიაში გავიდა, უკან მობრუნებულს კი მისი ცოლი ვალერია, გოგონა, 3 თვის კირა და დედამისი ლუდმილა რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად მოკლული დახვდა, სახლი და სახლთან ერთად, მთელი ცხოვრება კი დანგრეული...
⬛️ სწორედ ეს ბიჭი აღმოჩნდა ზაპოროჟიეში, დაჯილდოების ცერემონიალის დაბომბვის დროს ( https://t.me/tvodishi/14881
) დაღუპულ იმ 20-ზე მეტ უკრაინელ ოფიცერს შორის, რომლებიც შაბათს, მეთაურის იდიოტურ გადაწყვეტილებას ემსხვერპლნენ...
▪️ პირადი ტრაგედიის შემდეგ იური, რომელიც ინდმეწარმე იყო და ოდესაში საყოველთაოდ ცნობილ სააღდგომო პასქებს აცხობდა, ფრონტზე წავიდა, იბრძოდა ჯერ "აზოვში", შემდეგ მე-3 მოიერიშეში, ბოლოს კი 128-ე მოიერიშე ბრიგადაში, სადაც სიცოცხლე დაასრულა კიდეც...- წერს ლაშა ბერულავა.
ცნობისთვის, რუსეთმა ზაპოროჟიეს ერთ-ერთ სოფელში, უკრაინელ სამხედროებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ჯარისკაცი და რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. მომხდარის გამო, უკრაინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.