თეგებით ძიება

დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე თამარ გაბუნიას მოუსმენენ

დღეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ელოდებიან. დეპუტატები თამარ გაბუნიასგან წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენასთან დაკავშირებული რეფორმის მიმდინარეობის შესახებ მოისმენენ.

 

ინოვაციურ ფარმაცევტულ პროდუქტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ცვლილება შედის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში, რაც სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტი სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით.

 

კომიტეტის თავმჯდომარე პროცესს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს რომ ცვლილება 2300-ს მედიკამენტს შეეხო. მისივე განმარტებით იგეგმება მედიკამენტების სიის გაზრდა.

 

შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები. წამლები დაახლოებით 45 %- ით გაიაფდა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა