თეგებით ძიება

ვინ გაქურდა საფეხბურთო კლუბი "საბურთალო"? - ახალი დეტალები

ფეხბურთელებს ბუცები, გეტრები და სათამაშო ფორმები მოპარეს. გაქურდულია საფეხბურთო კლუბი "საბურთალო".  წაღებულია ძვირადღირებული ინვენტარიც.  ქურდობა გლდანში მდებარე ამერის სტადიონზე მოხდა, სადაც კლუბი ვარჯიშებს ატარებს.

ვინ წაიღო სავარჯიშო და სათამაშო ეკიპირება სპორტის ექსმინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის დაფუძნებული კლუბიდან, ჯერ პოლიციას არ დაუდგენია. სამართალდამცველები ახლა არკვევენ ერთმა ადამიანმა მოიპარა სტადიონიდან ნივთები თუ დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინეს.

ობიექტს დაცვა იცავს. მთელ ტერიტორიაზე კამერებია დამონტაჟებული. წესით, ვიდეო სამეთვალყურეო კამერებში უნდა ჩანდეს, ვინ შევიდა სტადიონის გასახდელში და ვინ გაიტანა ჩანთით ფეხბურთელების პირადი ნივთები.

წყარო: „ტვ პირველი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა