თეგებით ძიება

ვინ არის პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებული მეორე ადამიანი? - დეტალები

პატიმართა ჯგუფურად გაქცევის საქმეზე მეორე დაკავებული მსჯავრდებულების ახლობელია, რომელიც მათ კლინიკიდან გაქცევაში ეხმარებოდა. პირი სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ორი დღის წინ აიყვანეს. მისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენება დღეს უნდა მოხდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს დაკავებულის აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოც. პირველ ნოემბერს "ავერსის" კლინიკიდან სამი პატიმრის გაქცევის გამო დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი. ივერი ნატრიაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გაქცეული პატიმრები კი, მეორე დღესვე დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა