80-მდე ქალის მკვლელი, რომელმაც სიცრუის დეტექტორიც კი „მოატყუა“ - საზარელი დანაშაულის ახალი დეტალები
გერი რიდგუეი, მეტსახელად მწვანე მდინარის მკვლელი, ატერორებდა აშშ-ს თავისი შემზარავი მკვლელობებით და პოლიციისთვის თავის არიდების უცნაური უნარით. მისი პირველი მსხვერპლი სამი ახალგაზრდა მეძავი იყო სიეტლის რაიონში. მათი ცხედრები ახლომდებარე მწვანე მდინარეში იპოვეს, რითაც მკვლელს მეტსახელად მწვანე მდინარის მკვლელი შეარქვეს.
1980-90-იან წლებში ვაშინგტონში მან 80-მდე ქალი მოკლა, რომელთაგან ბევრი მეძავი იყო, თუმცა დამნაშავედ მხოლოდ 48 მკვლელობაში ცნეს.
კიდევ ბევრმა სექსმუშაკმა დაკარგა სიცოცხლე მის გამო. იგი პოლიციას დიდხანს არიდებდა თავს. მხოლოდ 2001 წელს, დნმ-ის ახალმა ტექნოლოგიამ მისცა საშუალება პოლიციას, მკვლელის კვალზე გასულიყო.
იგი საპროცესო შეთანხმების ფარგლებში სიკვდილით დასჯას გადაურჩა და უვადო პატიმრობა მიესაჯა.
რამდენიმე ფაქტი გერი რიდგუეის შესახებ.
მან სიცრუის დეტექტორის მოტყუება შეძლო
გერი რიდგუეის 1984 წელს ჩაუტარდა სიცრუის დეტექტორის ტესტირებას, მაგრამ ის „წარმატებით“ ჩააბარა. კითხვაზე, მოკლა თუ არა მან მეძავი, გერიმ უპასუხა „არა“ - დეტექტორს ამაში ეჭვი არ შეუტანია. ყველა სხვა მტკიცებულების მიუხედავად, ძნელი იყო მისი მკვლელობებთან დაკავშირება იმ დროისთვის დნმ-ის ტესტირების არარსებობის გამო.
გერი რიდგუეის ბავშვობა
გერი რიდგუეი საუკეთესოდ არ გაზრდილა. ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ ამან მიიყვანა იგი სერიულ მკვლელობამდე. მან აღიარა, რომ სძულდა დედა და სექსუალურად იზიდავდა ის.
მან ასევე სცადა მკვლელობა 14 წლის ასაკში. მან ექვსი წლის ბიჭის დანით მოკვლა სცადა. ის კი ამტკიცებდა, რომ მისი პირველი მკვლელობა 18 წლის ასაკში მოხდა, როცა ახალგაზრდა ბიჭი დაახრჩო.
გერი რიდგუეის ბოროტი აღიარება
იყო არაერთი ამაზრზენი და ბოროტი აღიარება, რომელიც მკვლელმა გააკეთა მას შემდეგ, რაც დაიჭირეს. ის ამტკიცებდა, რომ მას სურდა რაც შეიძლება მეტი მეძავის მოკვლა, რადგან ფიქრობდა, რომ ისინი უმეტესობას „სძულდა“.
მან ასევე აღიარა, რომ ჰქონდა სექსი გარდაცვლილ მსხვერპლებთან და იძულებული გახდა დაემარხა ცხედრები, რათა თავი აერიდებინა მათთან უსასრულოდ სექსისგან. მიუხედავად იმისა, რომ მან აღიარა 80-მდე ქალის მკვლელობა, პოლიციამ მხოლოდ დაადასტურა, რომ მან 49 ქალი მოკლა.
რიდგუეი ზედმიწევნით იცავდა კვალის დაფარვას
მიუხედავად მისი ცუდი აკადემიური მოსწრებისა, გერის ესმოდა სასამართლო ექსპერტიზა და იცოდა, როგორ მოეშორებინა კვალი.
მაგალითად, გერიმ იარაღის გამოყენების ნაცვლად მსხვერპლის დახრჩობა არჩია, რადგან ფიქრობდა, რომ ეს უფრო სუფთა იყო. მან ისიც კი თქვა: „დახრჩობა არის ის, რაც მე გავაკეთე და საკმაოდ კარგად ვიყავი ამ საქმეში“.