ღაზაში ინტერნეტის არარსებობა „ჰამასის“ შეზღუდულობას ნიშნავს - სამხედრო ანალიტიკოსი
სამხედრო ანალიტიკოსი გაერთიანებული სამეფოდან ჯეკ უოტლინგი მიიჩნევს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები „ძალიან მეთოდურ პროცესს მიჰყვებიან“. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„ამ თვალსაზრისით, დიახ, ისინი, როგორც ჩანს, მიჰყვებიან ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესს”, - განუცხადა უოტლინგმა BBC Radio 4-ს.
ღაზაში კომუნიკაციები, როგორიცაა ტელეფონი და ინტერნეტი, გათიშულია, რაც უოტლინგის თქმით, „ისრაელისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო თვალსაზრისით, რადგან ეს ამცირებს „ჰამასის“ უნარს შეატყობინოს მებრძოლების ადგილმდებარეობის და სხვა დეტალების შესახებ“.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის ნაწილების იზოლირებას ახდენენ, შემდეგ შედიან და ასუფთავებენ“, - აცხადებს უოტლინგი.