თირის მონასტრის სამრეკლოზე კიბე მიაშენეს (ფოტოები)
თირის მონასტრის სამრეკლოზე კიბე მიაშენეს. როგორც ფოტოს ავტორი წერს, კიბე ,,გამოჩნდა''.
უცნობია, ვინ შეასრულა სამუშაოები - თვითნებურად თუ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალური უწყებების თანხმობით.
მანამდე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპულიკის კულტურის განყოფილების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისტორიულ ძეგლებზე ჩატარდება გაწმენდითი სამუშაოები.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თანამშრომლებმა ძეგლზე ნამდვილად ჩაატარეს გაწმენდითი სამუშაოები, ირგვლივ არსებული ხე-ბუჩქნარისგან გაასუფთავეს.
2021 წელს თირის მონასტრის ტერიტორიაზე ტურისტული ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ რუსეთიდან, ერთ-ერთმა ბლოგემა ფოტოები გადაიღო. ფოტოზე ჩანს, რომ ორი წლის წინ კიბე არ იყო მიშენებული.
1. ფოტო - 2023 წელი
2. ფოტო - 2021 წელი