თეგებით ძიება

როგორ "მოხვდა" ჩრდილოეთის ციალი საქართველოში - ასტრონომების განმარტება

5 ნო­ემ­ბერს, ღა­მით, ცაზე უც­ნა­უ­რი ნა­თე­ბა დაფიქსირდა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავ­და ჩრდი­ლო­ე­თის ცი­ალს. რო­გორც ას­ტრო­ნო­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს მარ­თლაც იყო ცი­ა­ლი და იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე კუ­თხე­შიც გა­მოჩ­ნდა.

აღნიშნულ მოვლენაზე კოს­მო­სუ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის ას­ტრო­ნო­მი, ატ­მოს­ფე­როს ფი­ზი­კო­სი, ილი­ას უნი­ვე­რის­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი მაია თო­დუა AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- ეს მოვ­ლე­ნა მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც მზე­ზე მა­ღა­ლე­ნერ­გი­უ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი იფ­რქვე­ვა. ამ დროს ელექტრო­ნე­ბი, პრო­ტო­ნე­ბი, მზის სის­ტე­მა­ში ვრცელ­დე­ბი­ან და მათ­გან რა­ღაც ნა­წი­ლი დე­და­მი­წამ­დე აღ­წევს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დე­და­მი­წას აქვს მაგ­ნი­ტუ­რი ველი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ატ­მოს­ფე­როს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის. მაგ­ნი­ტურ ველ­თან ურ­თი­ერთქმე­დე­ბი­სას კი ნა­წი­ლა­კე­ბი იწ­ვევს მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის შეშ­ფო­თე­ბას. დიახ, ამ მოვ­ლე­ნას ას­ტრო­ნო­მე­ბი ამ ტერ­მი­ნით მო­ვიხ­სე­ნი­ებთ.

მო­სახ­ლე­ო­ბა ამას ვერ გრძნობს, მაგ­რამ გრძნობს დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტუ­რი ველი და სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბი. ჩვენ ამას გე­ო­მაგ­ნი­ტურ ქა­რიშ­ხლებს ვე­ძა­ხით. სწო­რედ ეს მოვ­ლე­ნა გახ­ლავთ მი­ზე­ზი, რაც ცაზე ნა­თე­ბებს, ე.წ. ცი­ალს იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­ლუ­სე­ბის არე­ში. შუა გა­ნე­დებ­ზე ეს იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, რაც ახლა მოხ­და...

თო­რემ რო­გორც გი­თხა­რით, პო­ლა­რუ­ლი ცი­ა­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუს­ში, მაგ­რამ უფრო ქვე­ვით შუა გა­ნე­დებ­ზე, ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა დროს თუ ყო­ფი­ლა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა?

- დიახ, მაგ­რამ დიდი ხნის წინ, აბას­თუმ­ნის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ამ და­ა­ფიქ­სი­რა. თუ არ ვცდე­ბი, 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში იყო ეს მოვ­ლე­ნა.

- რამ­დე­ნად სა­ში­შია დე­და­მი­წის­თვის მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი?

- სა­ში­ში არ არის, არ იწ­ვევს რა­ღაც კა­ტაკ­ლიზ­მებს, თუმ­ცა ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ზე, ვი­საც გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვს, მა­გა­ლი­თად, გულ­სის­ხლძარ­ღვთა, გე­ო­მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბი შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას იწ­ვევ­დეს, ამა­ზე კვლე­ვე­ბი ამ დრომ­დე მი­დის. თუმ­ცა ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე სე­რო­ზულ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი­დან ჩან­და ცი­ა­ლი...

- დიახ, რო­გორც ვიცი, სვა­ნე­თი, რაჭა, ყაზ­ბე­გი და კა­ხე­თი. აქვე მინ­და გი­თხრათ, რომ მსგავ­სი ამოფრქვე­ვე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი გაჩ­ნდეს. მა­გა­ლი­თად, ორი წლის წინ მზი­დან ამოფრქვე­ულ­მა ნა­წი­ლა­კებ­მა ილონ მას­კის "სტარ­ლინ­კი" გა­ა­ნად­გუ­რა. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს სა­ტე­ლი­ტებ­ზე და რა­ღაც და­ა­ზი­ა­ნოს. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა