თეგებით ძიება

კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.  პროცესს სამიდან ორი დაკავებული ესწრებოდა.

სასამართლომ ასევე იმსჯელა გაქცეული მსჯავრდადებულის - გუჯა თათარაშვილის - ძმის - ავთანდილ თათარაშვილისთვის აღკვეთის შეფარდებაზე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდების მხარემ გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. 

კაცს 3 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

ცნობისთვის, თბილისში, "ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი საავადმყოფოში კვლევებისთვის ჰყავდათ გადაყვანილი. სამივე გაქცეული მეორე დღეს დააკავეს.  საქმეზე 2 ნოემბერს დააკავეს საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატრიაშვილი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

კიდევ ერთი დაკავებული ბადრაგის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა