გაქცეული ერთ-ერთი პატიმრის ძმას, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ, 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
საქალაქო სასამართლომ, "ავერსის" კლინიკიდან გაქცეული ერთ-ერთი პატიმრის ძმას, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ, 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
გაქცეული პატიმრების საქმის განხილვა 28 დეკემბერს განახლდება. პროცესი კი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
პარალელურად საქალაქო სასამართლოში საბადრაგო ჯგუფის კიდევ ერთი წევრის პროცესი მიმდინარეობს. მას ბრალი 342 პრიმა მუხლით წაუყენეს.