თეგებით ძიება

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ორსულადაა

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა  საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ამცნო რომ ორსულადაა.

მისთვის ეს მეორე შვილი იქნება.

"ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია." ქეთი ორსულობის მეხუთე თვეშია.

"დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ"-აღნიშნა ქეთიმ.

 მომავალმა მშობლებმა ბავშვი სქესიც გაიგეს, თუმცა გამხელას ჯერ არ აპირებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა