თეგებით ძიება

უნგრეთში ტრეფიკინგში მონაწილეობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბუდაპეშტში ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

უნგრეთის პროკურატურა აცხადებს, რომ საფუძვლიანი ეჭვის თანახმად, ტრეფიკინგის საერთაშორისო ქსელს სურდა 65 ადამიანის კონტრაბანდულად გადაყვანა გერმანიაში ბუდაპეშტის გავლით. ბუდაპეშტში საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ 26 წლის თურქი და 32 წლის ქართველი.

2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში 65 საზღვრის უკანონო გადამკვეთი დროებით რჩებოდა ორ ბინაში, ბუდაპეშტის პირველ უბანში. თურქი კაცი საკვებით ამარაგებდა ათობით ადამიანს, რომლებიც მოგვიანებით აცხადებდნენ, რომ იყვნენ თურქეთის ან ავღანეთის მოქალაქეები, მაგრამ ვერ დაადასტურეს მათი ვინაობა და კანონიერი საცხოვრებელი უნგრეთში. პროკურატურა წერს, რომ თურქეთის მოქალაქემ მათ ტელეფონები წაართვა, ქართველმა კი ბინების კარები ჩაუკეტა, რის გამოც ბინების დატოვება არ შეეძლოთ.

9 ოქტომბერს, როდესაც პოლიცია დასაკავებლად მივიდა, მათ გაქცევა სცადეს. საქართველოს მოქალაქე შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალა, თუმცა საბოლოოდ დაიჭირეს.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები ეჭვმიტანილი არიან, რომ მონაწილეობდნენ ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულში, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაში რამდენიმე პირის დახმარების გაწევით.

მიმალვისა და დანაშაულის განმეორების საფრთხის გამო, მოსამართლემ მათი დაკავების ორდერი გასცა.

წყარო: „ნეტგაზეთი“ 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა