ოკუპანტების მიერ მოკლული ქართველის ვინაობა ცნობილია
ოკუპანტების მიერ მოკლული ქართველის ვინაობა ცნობილია. "პირველების" ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ კირბალთან თამაზ გინტური მოკლეს.
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.