თეგებით ძიება

"რუსო ოკუპანტებო! გგონიათ, ყველაფრის უფლება გაქვთ - დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით!" - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

რუსო ოკუ­პან­ტე­ბო! თქვენ გგო­ნი­ათ, რომ ჩვენ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერი ვართ და ამი­ტომ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა გაქვთ - მოგ­ვექ­ცეთ ისე, რო­გორც გვექ­ცე­ვით?!- ამის შე­სა­ხებ მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სი გი­ორ­გი ჯამ­დე­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე თქმით, დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც "ყო­ვე­ლი ქარ­თვე­ლის დაღ­ვრი­ლი სის­ხლის­თვის დიდ ფასს გა­და­იხ­დი­ან“.

"რუსო ოკუ­პან­ტე­ბო! თქვენ გგო­ნი­ათ, რომ ჩვენ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერი ვართ და ამი­ტომ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა გაქვთ - მოგ­ვექ­ცეთ ისე, რო­გორც გვექ­ცე­ვით?! მოგ­ვკლათ, გა­ი­ტა­ცოთ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, და­ი­ტა­ცოთ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი?! რით ვერ გა­ძე­ხით ჩვე­ნი სის­ხლით?! ერთი რამ იცო­დეთ, დად­გე­ბა დრო, ყო­ვე­ლი ქარ­თვე­ლის დაღ­ვრი­ლი სის­ხლის­თვის დიდ ფასს გა­და­იხ­დით!

"ვინც ქვებს მი­ათ­რევს, წელს ქვა­ვე მოს­წყვეტს; ხის გამ­ჩე­ხავს ხევე და­ა­სა­ხიჩ­რებს და ვინც მახ­ვილს აი­ღებს მახ­ვი­ლით­ვე და­ე­ცე­მა”,- აღ­ნიშ­ნავს მარ­ნე­უ­ლი­სა და ჰუ­ჯა­ბის ეპის­კო­პო­სი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე.

კერ­ძოდ, სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, "2023 წლის 6 ნო­ემ­ბერს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბა­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბის მცდე­ლო­ბი­სას რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სრო­ლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბულ იქნა ერთი მო­ქა­ლა­ქე". შსს-მ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კირ­ბალ­თან, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის და ერთი პი­რის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 143-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა