თეგებით ძიება

“ვინც დადის თურქეთში სამკურნალოდ და უამრავ თანხას იხდის, იმ ხალხის საყურადღებოდ! - ეს ადრე რომ ყოფილიყო, დედას ვუმკურნალებდი“- რას წერს თურქეთში მცხოვრები ქართველი?

თურქეთის რესპუბლიკის სასამართლოსა და პროკურატურის იურისტი თარჯიმანი სოფო მუჯირი მათთვის, ვისაც სამკურნალოდ თურქეთში წასვლა ესაჭიროება, ინფორმაციას ავრცელებს:

 

“ყურადღება! ვინც დადის თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ, იმ ხალხის საყურადღებოდ ვწერ და ვინც უამრავ თანხას იხდის უცხოეთში საავადმყოფოებში, იმ ხალხის საყურადღებოდ!

თურქეთში კეთდება ჯანმრთელობის დაზღვევა 1-წლიანი უცხოეთის მოქალაქეებზე. დაზღვევა შეიცავს 80% ფასდაკლებას და ასევე მწოლიარე მკურნალობას ულიმიტოს! ქვემოთ სურათებში არის საავადმყოფოები და ტერიტორიების ცხრილი. სარფის საზღვართან ახლოს გახლავთ: 1. რიზე "შარის ჰოსპიტალი"; 2. რიზეში "ტიფ მერქეზი" პოლიკლინიკა; 3. ტრაპიზონში, კერძოდ, ორთაჰისარში მდებარე საავადმყოფო " იმპერიალი", ა. შ. გრძელდება სხვადასხვა ქალაქში მდებარე საავადმყოფოები, რომელიც აღნიშნულია ცხრილში. რაც შეეხება საფასურს, არის თქვენს ასაკზე და წონაზე დამოკიდებული.

ადრე არ იყო სამწუხაროდ მსგავსი ჯანმრთელობის დაზღვევები. რომ ყოფილიყო, დედას ვუმკურნალებდი. მიხედეთ ჯანმრთელობას და მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩემი ვალია დავეხმარო ყველას, ვისაც უჭირს“ - წერს სოფო მუჯირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა